Belive

შაპეკოენსეს ავიაკატასტროფას გადარჩენილი ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაფაეელ ჰენზელი, რომელიც "შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფაში გადარჩენილ 6 ადამიანს შორის იყო, 45 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. რაფაელი - პროფესიით სპორტული ჟურნალისტი, "შაპეკოენსეს" 2016 წლის ტრაგედიის დროს, გუნდთან ერთად კოპა სუდამერიკანას პირველი მატჩისთვის მედელინში გაემგზავრა. მაშინ ბრაზილიელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. Globo Esport-ის უახლესი ინფორმაციით, ჰენზელმა ქალაქ შაპეკოს სამხრეთით, ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევა მიიღო, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. "შაპეკოენსე" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტის რაფაელ ჰენზელის გარდაცვალების გამო," - ნათქვამია ბრაზილიური გუნდის ოფიციალურ განცხადებაში

სხვა სტატიები