Belive

შეცვლილი ევროპა ლიგა და ახალი ტურნირი | ის, რაც დღევანდელ წილისყრაზე უნდა იცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რიგით მე-2 და მე-3 ევროპული საკლუბო ტურნირების წილისყრის მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, თუ როგორ შეცვალა UEFA-მ ევროპა ლიგის პლეი-ოფის სისტემა, ხოლო როგორი იქნება კონფერენს ლიგის სადებიუტო გათამაშება. 2021/22 წლების სეზონიდან ჯგუფების რაოდენობა 8-შემცირდა, 1/32-ფინალური ეტაპის ნაცვლად კი, რვავე მეორეადგილოსანი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მესამე პოზიციაზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ წყვილებში მოგებულები მარტში ევროპა ლიგის პლეი-ოფში კიდევ უფრო დაწინაურებისთვის ჯგუფების გამარჯვებულებს შეხვდებია.. პირველად UEFA-ს ტურნირების ისტორიაში, ევროპა ლიგის მესამე ადგილზე გასული გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს და ის კონფერენს ლიგის მეორეადგილოსანს ეთამაშება.

ევროპა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულები:

skysports-west-ham-europe-laegue_5515017
          ლიონი ლევერკუზენის ბაიერი მონაკო ვესტ ჰემი მოსკოვის სპარტაკი ფრანკფურტის აინტრახტი ცრვენა ზვეზდა გალასათარაი  

გუნდები, რომლებიც პლეი-ოფში იბრძოლებენ: რეინჯერსი ბეტისი რეალ სოსიედადი ნაპოლი ოლიმპიაკოსი დინამო ზაგრები ბრაგა ლაციო დორტმუნდის ბორუსია* შერიფი* ზენიტი*  ლაიფციგი* პორტუ* ბარსელონა* ატალანტა* სევილია* *ჩემპიონთა ლიგის მესამეადგილოსნები გეტყვით, რომ აღნიშნული ტურნირების წილისყრა დღეს შვეიცარიაში, ნიონში გაიმართება. ის თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გუნდები, რომლებიც კონფერენს ლიგში დაქვეითდნენ: სელტიკი ფერნერბახჩე ლესტერი პსვ პრაღის სპარტა მარსელი ვენის რაპიდი მიდტიულანდი ჩამოთვლილი გუნდები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში განთესილები იქნებიან.

საინტერესოა ლესტერის პოტენციური მეტოქეებიც:

ბოდო/გლიმტი თელ-ავივის მაკაბი პაოკი ბელგრადის პარტიზანი ყარაბაღი რანდერსი პრაღის სლავია ვიტესი

გუნდები, რომლებიც კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში არიან: ლასკი გენტი რომა ალკმაარი ფეიენოორდი კოპენჰაგენი რენი ბაზელი პირველი შეხვედრები 17 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო დაპირისპირება - 24 თებერვალს.

სხვა სტატიები