Belive

შედარება დიეგო მარადონასთან - La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-5 ტურში ,,ლაციომ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ქართველი ფეხბურთელის გატანილ გოლს გამოეხმაურა გავლენიანი იტალიური გამოცემა - La Gazzetta dello Sport-ი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კვარაცხელიას ფოტოგრაფიკა ,,ნაპოლის'' 1986-1987 წლების სეზონის ფორმით. ამ წელს ნეაპოლელებმა დიეგო მარადონასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგეს:

,,E Sempre Kvara! ქართველი კვლავ მტკიცეა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, კვარამ კედელი გაარღვია და ანგარიში 2:1 გახდა,'' - წერს გამოცემა.

სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ,,ნაპოლი'' მომავალ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულის'' წინააღმეგ გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by La Gazzetta dello Sport (@gazzettadellosport)

სხვა სტატიები