Belive

,,შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას?'' - FIFA.com

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს ,,ჰატაისპორი'', რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე თამაშობს. დღეს თურქულმა გუნდმა ,,ბეშიქთაშს'' უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელის გოლით 1:0 დაამარცხა. ,,ჰატაისპორის'' ბოლოდროინდელ შედეგებს ფიფას ტვიტერის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა. FIFA.com-ის პოსტში საბა ლობჟანიძეცაა ნახსენები:

2007/08 წლების სეზონი: დაქვეითდა თურქეთის მოყვარულთა ლიგაში. 2019/20 წლების სეზონი: პირველად ისტორიაში სუპერლიგაში დაწინაურდა 2021/22 წლების სეზონი: ტიტულისთვის იბრძვის. შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას? - წერს FIFA.com-ი
თურქეთის სუპერლიგის 11 ტურის შემდეგ, ,,ჰატაისპორი'' 23 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ტრაბზონსპორს'' 4 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები