Belive

შეძლებს თუ არა ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს? - ნაგელსმანის პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ნოიერის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსები შეაფასა:

,,გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ითამაშებს. სამწუხაროდ, ნათელმხილველი არ ვარ.

ჩვენ გვინდა, რომ მან თამაში რაც შეიძლება მალე შეძლოს, მაგალითად, მომავალ შაბათ-კვირას. მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ,'' - ნაგელსმანის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ნოიერს მხრის ტრავმა აწუხებს. 36 წლის მეკარემ ბოლოს 8 ოქტომბერს, ,,დორტმუნდთან'' შეხვედრაში ითამაშა.

გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში კოსტა რიკასთან, ესპანეთთან და იაპონიასთან ერთად იასპარეზებს. ფლიკის გუნდი პირველ მატჩს 23 ნოემბერს, იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები