Belive

შემადგენლობა, დანაკლისი, კალენდარი: საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შესარჩევ ეტაპს იწყებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. ვასილ მაისურაძის შეგირდები პირველ ეტაპზე სამ მატჩს გამართავენ და მეტოქეებად უელსის, კოსოვოსა და ნორვეგიის ნაკრებები ეყოლებათ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კალენდარი ოქტომბერში ასეთია:

  • 6 ოქტომბერი - უელსი V საქართველო
  • 9 ოქტომბერი - საქართველო V კოსოვო
  • 12 ოქტომბერი - საქართველო V ნორვეგია
ოქტომბერში გასამართ სამივე შეხვედრას ნორვეგია უმასპინძლებს. სკანდინავიელები ქვეჯგუფის მატჩებს ქალაქ ლავრიკში, სტადიონ "ფრამპარკენზე" უმასპინძლებს.

შემადგენლობა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს. მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი). ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი). თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).
დანაკლისი ნორვეგიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ნაკრებს, ტრავმის გამო, "პორტუ" სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.

სხვა სტატიები