Belive

"შემიძლია ნაკრებში დავბრუნდე" - მერებაშვილი სანიოლის გუნდში თამაშისთვის მზადაა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონური "პობესკიძეს" ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ისაუბრა.
"სამწუხაროა, ნაკრებს ასეთ დღეში რომ ვუყურებთ. მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო, რომ ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის ვერ მოემზადნენ და შესაფერის ფორმაში არ იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი რამ ჩვენ ხშირად გვემართება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალ თამაშებამდე დასკვნებს გამოვიტანთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და უფრო კარგად ვითამაშებთ, ვიდრე სექტემბერში“, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.
გარდა ამისა, გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ის მზადაა, საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს და ვილი სანიოლის გუნდში ითამაშოს.
„ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით მზად ვარ ნებისმიერი თამაშისთვის. ეს მიწვევა ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იქნება“, – ამბობს „პობესკიძეს“ შემტევი ნახევარმცველი.
   

სხვა სტატიები