Belive

,,შენ მესისთან არ გითამაშია'' - აგუეროს პასუხი ფეხბურთელს, რომელმაც რონალდუს საუკეთესო უწოდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ახალგაზრდული გუნდის შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს ინსტაგრამ-პოსტს გამოეხმაურა. ,,ნორვიჩთან'' მატჩში გაფორმებული ჰეთთრიკის შემდეგ, ,,წითელი ეშმაკების'' ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გარნაჩოს ბურთი აჩუქა, რისი ამსახველი ფოტოც 17 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა - ,,ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.'' გარნაჩოს სურათზე მალევე აგუერომ დააკომენტარა - ,,საუკეთესოსთან ჯერ არ გითამაშია - მესისთან,'' - არგენტინელის კომენტარს 250 ათასამდე მოწონება აქვს.


 
View this post on Instagram
 

A post shared by Alejandro Garnacho (@garnacho7)

სხვა სტატიები