Belive

"შენ ვერასდროს გაიგებ თუ რამდენს ნიშნავდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის." კასპერ შმეიხელის გამოსამშვიდობებელი სიტყვები ლესტერის მფლობელს.

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
როგორც მოგეხსენებათ "ლესტერის" მფლობელი ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰა გასულ კვირას ავიაკატასტროფაში დაიღუპა. "ლესტერის" მეკარემ კასპერ შმეიხელმა ვიჩაის გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა. "არ მჯერა რომ ეს ხდება. სრულიად განადგურებული და გულგატეხილი ვარ. ვერ ვიჯერებ იმას რაც გუშინ ღამით ვნახე, ნამდვილად არ ჰგავს რეალობას. ახლა ნამდვილად რთულია სიტყვებით იმის ახსნა თუ რას ნიშნავდა ის ქალაქ ლესტერისა და ჩვენი საფეხბურთო კლუბისათვის. ჩვენ ყველამ ვიცით იმ ინვესტიციის შესახებ რაც შენ და შენმა ოჯახმა "ლესტერში" ჩადეთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა. შენ საფუძვლიანად ზრუნავდი არამხოლოდ კლუბზე არამედ სრულიად მოსახლეობაზე. შენი შემოწირულობები რომელსაც საქველმოქმედო ფონდებსა და საავადმყოფოებში ახორციელებდი არასდროს იქნება დავიწყებული. არასდროს შევხვედრივარ შენნაირ ადამიანს. ადამიანს რომელიც მუდამ მუშაობდა, იყო საქმისადმი თავდადებული, კეთილი და უკიდეგანოდ გულუხვი. შენ დრო ყველასათვის გქონდა და ყველასთან ახლოს მიდიოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ ვინ იყო, შენ ყველასათვის გქონდა დრო. მე შენ გაფასებდი როგორც ლიდერს, მამას და მამაკაცს. შენ ფეხბურთი შეცვალე. სამუდამოდ!  შენ ყველას მიეცი იმედი რომ შეუძლებელი შესაძლებელი იყო, და არამხოლოდ ჩვენს ფანებს არამედ ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ სპორტში! ეს ბევრ ადამიანს არ გაუკეთებია. როდესაც 2011 წელს მე კონტრაქტს ხელი მოვაწერე შენ მე მითხარი რომ ჩვენ საოცრებებს ჩავიდენდით და 6 წლის მანძილზე ჩემპიონები გავხდებოდით, შენ შთამაგონე და მე დაგიჯერე, გამიჩინე შეგრძნება რომ შეუძლებელი არაფერია, რომ არა შენ და შენი ოჯახი, ის რაც მოხდა და რასაც მივაღწიეთ არ იქნებოდა. შენ მე ისეთი გამოცდილება შემძინე, რაც მხოლოდ ფანტასტიკაში ხდება. შენ ზუსტად ჩემი ოცნებები აახდინე. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მეამაყება ისაა რომ მე შენი ხედვის ნაწილი ვიყავი. გარემოსი რომელიც შექმენი. ეს კლუბი, ეს ქალაქი ოჯახია - შენი დამსახურებით. ყველაფერი ამისთვის უღრმესი მადლობა. მე მადლობელი ვარ რომ გიცნობდი და ვიზრდებოდი შენს შესანიშნავ ოჯახთან ერთად, მადლობელი ვარ ყველა იმ შესანიშნავი მომენტისთვის რაც ერთად გადაგვხდენია. გული მწყდება როცა წარმოვიდგენ რომ გახურებიდან გასახდელში ადრე დაბრუნებული ვერ დაგინახავ და ვერ ვილაპარაკებ შენთან ყველაფერზე და არაფერზე. ვეღარ დაგინახავ თუ როგორ იცინი და ხუმრობ ბიჭებთან ერთად, ვეღარ ვნახავ შენს გადამდებ ღიმილსა და ენთუზიამს რომელიც ყველაზე მოქმედებდა ვისაც ეკონტაქტებოდი. ახლა როგორც ფეხბურთელებს, ისე კლუბსა და გულშემატკივრებს გვავალია რომ დაგაფასოთ. გიცნობთ და ამას იმ ოჯახის სახელით გავაკეთებთ რომელიც შენ შექმენი. ერთად ყოფნით და შენი ახლობლების მხარდაჭერით ამ საშინელ დროს. შენ შენი ხედვა გქონდა კლუბთან დაკავშირებით იყავი გულანთებული და ჩვენთვის ყველაფერი საუკეთესო გინდოდა. არ არსებობს რაიმე რასაც არ იზავდი ჩვენი კლუბისათვის. ჩვენ უნდა დავაფასოთ შენი მემკვიდრეობა და ვიყოთ მოედანზე ისეთი როგორიც შენ მოგწონდა და გვქონდეს კლუბში ისეთი სიახლოვე როგორიც შენ შექმენი. შენ ვერასდროს გაიგებ თუ რამდენს ნიშნავდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა რომ შენი ცხოვრების პატარა ნაწილი ვიყავი. #THEBOSS" - წერს შმეიხელი  

სხვა სტატიები