Belive

შენგელია, ლობჟანიძე და ნინუა გაძვირდნენ - Transfermarkt-მა ​ფასები განაახლა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანმა გერმანულმა სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა. ამჯერად, ცვლილება საბერძნეთის და თურქეთის ჩემპიონატებს შეეხო, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი თამაშობს და მათი სატრანსფერო ღირებულებაც პროგრესირებს. მეზობელ ქვეყანაში ლევან შენგელია და საბა ლობჟანიძე გამოდიან. "ქონიასპორის" თავდამსხმელის ფასი აგვისტოს შემდეგ 400 000 ევროთი გაიზარდა და 1 400 000-ს შეადგენს, რაც შეეხება "ანკარაგიუჯუს" შემტევ ნახევარმცველს, მას 200 000 ევრო მოემატა და ახლა ის მილიონი ევრო ღირს. საბერძნეთში წინსვლა ნიკა ნინუას შეეხო, რომელიც "პაოკის" ღირსებას იცავს. "დინამო თბილისის" აღზრდილი ფეხბურთელი 100 000-ით გაძვირდა და ის მე-18 ქართველი გახდა, რომელსაც Transfermarkt-ი მილიონით აფასებს. სიას სათავეში გიორგი ჩაკვეტაძე უდგას, რომელიც 6 მილიონი ღირს, მეორე ადგილს სოლომონ კვირკველია 4 მილიონით იკავებს სამეულს კი ხვიჩა კვარაცხელია 4.5 მილიონი ევროთი ასრულებს. ეს კი იმ ფეხბურთელების სიაა, რომელთა ღირებულებაც სულ მცირე 1 მილიონი ევროა: 

სხვა სტატიები