Belive

შენგელიას პირველი განცხადება თურქულ კლუბში გადასვლის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი, ლევან შენგელია კარიერას "ქონიასპორში" გააგრძელებს. "დინამო თბილისის" ლიდერმა თურქულ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. "წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო მელის სტადიონზე. აქ გადმოსვლამდე ეროვნულ ნაკრებშიც მიმიწვიეს. ამის გამო ახლა კიდევ უფრო გახარებული ვარ. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ "ქონიასპორში" დავბრუნდები და მუშაობას დავიწყებ. თბილი დახვედრისთვის მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. მივესალმები ჩვენს გულშემატკივარს, მათთან შეხვედრას სულმოუთქმელად ველი," - თქვა ლევანმა "ქონიასპორის" ოფიციალურ გვერდთან საუბარში. ცნობილია, რომ ლევან შენგელიამ თურქულ გუნდთან 2+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 23 წლის ვინგერი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სხვა სტატიები