Belive

შეფილდის ფეხბურთელის უცნაური საქციელი მეტოქის გოლის შემდეგ (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-19 ტურში "ნოტინგემმა" შინ "შეფილდი" 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა მე-2 გოლი შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე გაიტანეს. "შეფილდის" ფეხბურთელს მოზეს ოდუბაჯოს მეტოქის მიერ გატანილი გოლის დროს უცნაური რეაქცია ჰქონდა.
27 წლის ინგლისელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა, სადაც დაწერა, რომ მარცხით იმედგაცრუებულია. მისი საქციელი კი იმით ახსნა, რომ თამაშის წესების დარღვევა იყო , გოლის ავტორთან კი ამის გამო გაიცინა.

სხვა სტატიები