Belive

შეფილდმა ჩელსის მცველი დაიმატა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"შეფილდმა იუნაიტედმა" "ჩელსის" მცველის ეთან ამპადუს დამატება გააოფიციალურა. "ხანჯლებმა" ახალგაზრდა ფეხბურთელი 2021 წლის ბოლომდე ინათხოვრეს და საიჯარო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ჩაუწერეს. "ეთანი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს სეზონი ჩვენთან გაეტარებინა. მადლობა უნდა გადავუხადოთ ფრენკ ლამპარდს და "ჩელსიის" მენეჯმენტს, რადგან მათ ხელი შეუწყეს ამის განხორციელებას. მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ მასზე კარგად ვიზრუნებთ", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრის ვაილდერმა. ეთანი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს სეზონი გამოგვეცა. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ფრენკ ლამპარდს და ჩელსის მენეჯმენტს, რომ ხელი შეუწყეს ამის განხორციელებას. ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ მასზე კარგად ვიზრუნებთ,", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრის ვაილდერმა. 19 წლის ფეხბურთელი "არისტოკრატებს" 2017 წელს, "ექსტერ სიტიდან" შეუერთდა და უმეტესად ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა, წინა წელს კი "ლაიფციგში" იყო განათხოვრებული.

სხვა სტატიები