Belive

შერინგემი მანჩესტერს დაცვაში პრობლემის გამოსავალს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის, ტედი შერინგემის განცხადებით, გუნდს ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში აქვს, რის გამოსასწორებლადაც, გუნდის მენეჯმენტს ფულის გამოყოფას სთხოვს. "გუნდს დაცვაში ვენსან კომპანის ან ტონი ადამსის სტილის ფეხბურთელი სჭირდება. ჩემი აზრით, გუნდს ახლა ყველაზე მეტად ჰარი მაგუაირის ტიპის ფეხბურთელი სჭირდება - მას ყველა ლიდერული თვისება აქვს, მაგუაირს რიო ფერდინანდს ვამსგავსებ," აღნიშნა შერინგემმა. შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაირი "ლესტერის" ღირსებას იცავს - 26 წლის ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება კი €45 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები