Belive

შერვუდი: გრილიშმა მანჩესტერთან კონტრაქტი შეათანხმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ასტონ ვილას" ყოფილი მენეჯერი - ტიმ შერვუდი აცხადებს, რომ ჯეკ გრილიშმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი შეათანხმა. 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილას" რიგებში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა ტურნირზე 9 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრილიშის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. ტიმ შერვუდი მიიჩნევს, რომ ტრანსფერი უკვე განხორციელებულია და უახლოეს მომავალში იგი გაოფიციალურდება. "ვფიქრობ გრილიშის ტრანსფერი უკვე განხორციელდა. გრილიში სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. გრილიშს განვითარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა", - აღნიშნა ტიმ შერვუდმა.

სხვა სტატიები