Belive

შესაძლოა ლამპარდი ჩელსიში დაბრუნდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფეხბურთის ექსპერტები ფრენკ ლამპარდს მოიაზრებენ. ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი 2018/19 საფეხბურთო სეზონში "დერბის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, სადაც მისი თავკაცობით "დერბიმ" მოახერხა და პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელი საპლეიოფო შეხვედრა ითამაშა, თუმცა აღნიშნულ დაპირისპირებაში "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა. წარმატებულად დაწყებული სამწვრთნელო კარიერიდან გამომდინარე, ფეხბურთის ექსპერტებმა ლამპარდის მომავალი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოზიციას დაუკავშირეს - ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამ მოსაზრებას ერთპიროვნულად ეთანხმება ჰარი რედნაპია. "ვფიქრობ 13 წლიანი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა სამწვრთნელო კარიერაც შესანიშნავად დაიწყო, ახლა კი დროა მისი "ლურჯებში" დაბრუნების. ფრენკ ლამპარდი ჩელსის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა ჰარი რედნაპმა.

სხვა სტატიები