Belive

"შესაძლოა მალე გაგრას შეხვდნენ" - The Sun-ი ლივერპულს დასცინის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Sun-მა "ლივერპულის" ბოლოდროინდელ ცუდ ასპარეზობას სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტმა იურგენ კლოპის გუნდის მდგომარეობა სახალისოდ შეაფასა. სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთში "გაგრაც" არის ნახსენები. ქართული გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ში გამოდის და ზაფხულში ევროტურნირებზე ითამაშებს.
"ლივერპულის" ფანებისთვის კარგი ამბავია ის, რომ მათ, შესაძლოა, მალე ისევ იხილონ ევროპული საღამოები ენფილდზე. კლოპის გუნდმა პრემიერლიგის ცხრილში ერთი ადგილით უნდა აიწიოს ზევით და UEFA-ს მესამე ტურნირ, კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. "წითელი ბიჭები" შესაძლოა შეხვდნენ ფინურ "ჰონკას", ან საქართველოს მეორე ლიგის გუნდ "გაგრას", რომელმაც დავით ყიფიანის თასი მოიგო. შეიძლება ეს იყოს გუნდი ლუქსემბურგიდან, რომელიც სეზონს მეოთხე ადგილზე დაასრულებს," - ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "გაგრამ" "სამგურალი" თასის ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა და ზაფხულში კონფერენს ლიგაზე საქართველოს წარმოადგენს.  

სხვა სტატიები