Belive

შესაძლოა ნოიერმა ბაიერნის კარი ლივერპულთან ვერ დაიცვას

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის გერმანელი კიპერი, რომელიც "რეკორდმაისტერისა" და "ბუნდესნაკრების" უცვლელი წევრია, ბუნდესლიგის შეხვედრაში საკუთარ გუნდს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარა, ამის მიზეზად როგორც გერმანული პრესა იუწყება მარჯვენა ხელის დაზიანებაა. ნოიერი "ბაიერნის" მეორე მეკარე სვენ ულრაიხმა შეცვალა, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო შეხვედრა ჰქონდა წლევანდელ სეზონში პირველად (ბუნდესლიგაში). ლევერკუზენელებმა ულრაიხს 3 გოლი გაუტანეს. ითამაშებს თუ არა მანუელ ნოიერი "ლივერპულის" წინააღმდეგ ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა მედიკოსები ჯერ კიდევ ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, როდესაც მანუ სრულ მზადყოფნაში იქნება. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაგეგმილი შეხვედრა "ბაიერნსა" და "ლივერპულს" შორის 20 თებერვალს, "ენფილდზე" გაიმართება. ამრიგად, შესაძლოა გერმანელებს უდიდესი დანაკლისით მოუწიოთ ინგლისურ ასპარეზზე გამოსვლა.

სხვა სტატიები