Belive

შესაძლოა პორტუგალიის მომავალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოსთან წაგების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრები აპირებს, რომ სანტუში მოურინიოთი ჩაანაცვლოს. ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა, სხვადასხვა სპორტული გამოცემები უკვე წერენ ამ ყველაფერზე.

იტაული გამოცემა Corriere dello Sport-ის თანახმად, მოურინიომ უკვე ისაუბრა პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაციასთან და შესაძლოა ნაკრებში შეთავესბით იმუშაოს. შეგასხენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიური "რომას" მთავარი მწვრთნელია. ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება. მსგავსი შემთხვევა ინგლისში დაფიქსირდა, როცა კევინ კიგანი ფულემთან ერთად ინგლისის ნაკრებშიც მუშაობდა.

ჟოზე მოურინიომ "ჯალოროსისთან" ერთად კონფერენს ლიგა მოიგო და გახდა პირველი მწვრთნელი, რომელსაც სამივე ევროპული საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალურ შეხვედრებს ხორვატია-არგენტინის წყვილი გახსნის. მათი დაპირისპირება დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები