Belive

შესაძლოა პრემიერ ლიგის შემდეგი სეზონი დახურულ კარს მიღმა გაიმართოს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს. ვირუსმა სპორტული სამყარო საკმაოდ დააზიანა. მიმდინარე სეზონში ბელგიამ, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ჩემპიონატი გაუქმებულად გამოაცხადა. ბელგიაში და საფრანგეთში ჩემპიონის ვინაობა გაირკვა, მაგრამ ნიდერლანდებში ასე არ მოხდა და სეზონი ანულირებულად ჩაითვალა. იგივე საფრთხის წინაშე დგას პრემიერ ლიგა. პარასკევს ყველა კლუბის წარმომადგენლებმა გამართეს ვიდეო კონფერენცია და გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს. საქმე ამჯერად შემდეგ სეზონს ეხება. გამოითქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსი მომავალ წელსაც შეიძლება გაგრძელდეს და ამის გამო პრემიერ ლიგის მატჩები დიდი ალბათობით დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ თამაშებს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად საზიანო "არსენალისთვის" და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იქნება, რადგან მათ სტადიონზე დასწრება ყველაზე ძვირია და კლუბები ერთ სათამაშო ტურში, გაყიდული ბილეთებიდან დაახლოებით 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. ეს კი მათთვის უდიდესი ფინანსური ზარალი იქნება. პრემიერ ლიგის კლუბების ხელმძღვანელები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემდეგ პარასკევს ისევ გაიმართება ვიდეო კონფერენცია, სადაც შედგება გამოკითხვა იმის შესახებ თუ რა უნდა მოხდეს საბოლოოდ. განახლდეს სეზონი თუ საერთოდ გაუქმდეს და მიბაძონ სხვა ქვეყნებს(საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია.) ასევე არის საუბარი იმის შესახებ, რომ თამაშები ნეიტრალურ ადგილზე ჩატარდეს, ინგლისის იმ მხარეში, სადაც კორონავირუსი ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული. ყველაფერს ნათელი შემდეგ პარასკევს მოეფინება.

სხვა სტატიები