Belive

შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპემ უკაპიტნოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტოტენჰემის“ მეკარემ თავად დაადასტურა. უგომ საფრანგეთის ნაკრებში 145-ჯერ ითამაშა და „მამლების“ ისტორიაში, ყველაზე მეტი ჩატარებული თამაშით, რეკორდსმენიც გახდა.

მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის ნაკრებს სწორედ ლორისი კაპიტნობდა და მისი წასვლით ეს ადგილი ვაკანტური გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ახალი კაპიტანი "პსჟ-ს" შემტევი და საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე იქნება.

თუმცა, მას ბევრი კონკურენტიც ჰყავს. L’Équipe via GFFN-ის ცნობით, სამკლავურს რაფაელ ვარანი მოირგებს, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-კაპიტანი იყო. ვარანის გარდა, კაპიტნობის კანდიდატები ოლივიე ჟირუ და ანტუან გრიზმანიც არიან.

მიუხედავად ასეთი სახელოვანი კონკურენტებისა, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი ჟულიენ ლორენსი თვლის, რომ სწორედ მბაპე იქნება საფრანგეთის მომავალი კაპიტანი.

სხვა სტატიები