Belive

შესაძლოა, შეიქმნას პრემიერლიგის ვარსკვლავების გუნდი, რომელიც სხვა ლიგის ვარსკვლავებს შეხვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგაში, შესაძლოა, ყველა ვარსკვლავის გუნდი შეიქმნას, ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

ასეთ შემთხვევაში, ინგლისის ჩემპიონატის All-Star-ი მატჩებს სხვა ლიგების (ლა ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგის) გუნდებთან გამართავს და შეხვედრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდება, რაც გლობალური აუდიტორიის გაზრდის ერთ-ერთი საშუალება იქნება.

პრემიერლიგაში ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატარების იდეა ლონდონის ,,ჩელსის'' თანამფლობელს, ტოდ ბოულის ეკუთვნის. მისი ვერსიით, ერთმანეთს ინგლისის ჩრდილოეთისა და სამხრეთის გუნდები უნდა შეხვედროდნენ.

თუმცა, ახლა უფრო პოპულარული და სავარაუდო ვარიანტი შეხვედრის სხვადასხვა ლიგებს შორის ჩატარებაა.

სხვა სტატიები