Belive

შესანიშნავი ინფორმაცია ესპანეთის ნაკრებიდან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია, რომ 2020 წლის ოლიმპიადისთვის ესპანეთის ნაკრები სერიოზულად ემზადება. ამასთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ხსენებული ოლიმპიადისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ძველი ვარსკვლავები დაბრუნდებიან. საქმე ეხება ანდრეს ინიესტას, დავიდ სილვას და ხერარდ პიკეს. ასევე ნაკრებში გამოძახებული იქნება მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი. იმ შემთხვევაში, თუკი ესპანეთის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს, ისინი გახდებიან ისტორიაში პირველები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა ექნებათ მოგებული. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები