Belive

შესანიშნავი ტრანსფერი თუ დიდი შეცდომა - რაბიო შესაძლოა „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, ადრიან რაბიო კატალონიის „ბარსელონას“ ერთ-ერთი სამიზნეა. იმ შემთხვევაში თუ „აიაქსი“ ფრენკი დე იონგის კატალონიურ კლუბში გაშვებას არ დათანხმდება, შემდეგი სამიზნე ადრიან რაბიო გახდება. "რაბიო ტექნიკური თვალსაზრისით შესანიშნავად არის აღჭურვილი," ასეთი სიტყვებით შეაქო ახალგაზრდა ფრანგი "ბარსას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა. მეორე მხრივ, Goal.com წერს, რომ მთავარი პრობლემა რაბიოს რთულ ხასიათში მდგომარეობს და რომ მისი ტემპერამენტი კამპ ნოუზე მიუღებელი იქნება. მსგავსი მაგალითი შეგვიძლია ახლო წარსულიდან გავიხსენოთ, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩზე დადებული უდიდესი ფსონი გვარდიოლასა და შვედი ფეხბურთელის კონფლიქტით დასრულდა. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ პარიზელებმა "ბარსას" ხორვატი ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზეს. რეალურად, ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კატალონიელებს 1 ნახევარმცველის დამატება აუცილებლად დასჭირდებათ. იქნება თუ არა ეს ადრიენ რაბიო - ამას მაქსიმუმ 8 დღეში, ანუ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებისას გავიგებთ.

სხვა სტატიები