Belive

შეთანხმება მიღწეულია - აგუერო ბარსელონაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი სერხიო აგუერო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით კატალონიის ,,ბარსელონას'' შეუერთდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 32 წლის ფორვარდი ,,ბლაუგრანასთან'' კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს. მხარეებს შორის არსებული შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ ,,ბარსელონა'' ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, არგენტინელი ბონუსს მიიღებს. აგუეროს ,,მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. 32 წლის თავდამსხმელი ,,ქალაქელთა” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები