შეთანხმება მიღწეულია – იკარდის პსჟ გამოისყიდის

მაურო იკარდის მილანური კარიერა სრულდება – არგენტინელ თავდამსხმელს “პსჟ” გამოისყიდის. აღნიშნულ ინფორმაციას დღეს იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ.

როგორც ცნობილია, მხარეები სატრანსფერო საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ და პარიზული კლუბი იკარდის სანაცვლოდ 50-დან 60 მილიონ ევრომდე გადაიხდის.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ “პსჟ” ოდესმე მაუროს რომელიმე იტალიურ კლუბში გაყიდვას მოისურვებს, ფრანგებს “ინტერისთვის” დამატებით 15 მილიონის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი გასული წლის სექტემბერში “პსჟ”-ს იჯარის წესით შეუერთდა. 27 წლის არგენტინელმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

(34)

შეთანხმება მიღწეულია – იკარდის პსჟ გამოისყიდის

სტატიის ავტორი
-