Belive

შეთანხმება მიღწეულია | ისკო სევილიაში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისკომ "სევილიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. "მადრიდის რეალის" ყოფილი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, იგი ხულენ ლოპეტეგის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, "სევილიამ" უკვე მესამე ფეხბურთელი დაიმატა. ისკოს გარდა, ანდალუსიურ კლუბს ცენტრალური მცველი მცველი, მარკაო ("გალათასარაი") და მარცხენა მცველი, ალექს ტელეში ("მანჩესტერი", იჯარის წესით) შეუერთდნენ. ისკო "რეალს" 2013 წლის ზაფხულში, €30 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის (5), ლა ლიგისა (3) და კოპა დელ რეის გამარჯვებული გახდა.
"9 წლის განმავლობაში, რეალთან ერთად ყველა ოცნება ავიხდინე. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, საწვრთნელო შტაბს, ექიმებსა და თითოეულ თანამშრომელს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის", - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ისკო "რეალს" მაისში.
გასულ წელს, "სევილიამ" ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვიხილავთ.  

სხვა სტატიები