შეთანხმება მიღწეულია – ლუის სუარესი ატლეტიკოში ითამაშებს

ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი – ლუის სუარესი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტრანსფერი მეტად მოულოდნელია.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, სუარესი მადრიდში დღეს ჩაფრინდება და მადრიდულ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

ურუგვაელი ფორვარდი “ბარსელონაში” 2014 წლიდან ირიცხება, ამ 6 წლის მანძილზე მან 283 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 198 გოლი გაიტანა და 109 საგოლე გადაცემა შეასრულა.

(446)

შეთანხმება მიღწეულია – ლუის სუარესი ატლეტიკოში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-