Belive

შეთანხმება შედგა: ჰავერცი ჩელსიში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ აქტიურობს. ლონდონელებმა ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი ოფიციალურად გაიფორმეს, შემდეგი კი კაი ჰავერცია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბი "ლევერკუზენს" შეუთანხმდა. "ერთი ნაბიჯით შორს," - ასე დაიწყო ფაბრიციომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც წერია, რომ გუნდებმა მოილაპარაკეს - "ლევერკუზენი" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონს მიიღებს, რასაც 20 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" უახლოეს დღეებში ბენ ჩილველის ტრანსფერსაც გააოფიციალურებს. საუბარია ტიაგო სილვას უფასოდ დამატებაზეც.

სხვა სტატიები