Belive

შეთანხმება შედგა: მაკარიძე თურქულ გუნდში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული მორიგი შესანიშნავი სეზონის შემდეგ გუნდს იცვლის. თურქული პრესის ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ქართველი მეკარე "ერზურუმსპორში" ითამაშებს. როგორც ცნობილია, გუნდმა მაკარიძესთან პირადი დეტალები შეათანხმა. "ერზურუმსპორი" თურქეთის უმაღლეს ლიგაში წელს გადმოვიდა. Oltumedya.com-ის სტატიაში ნათქვამია, რომ გუნდი მაკარიძით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გუნდი ძირითადმა მეკარემ დატოვა.

სხვა სტატიები