Belive

შეთანხმება შედგა - აკე კარიერას სიტიში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბორნმუთის" მცველი ნათან აკე უახლოეს დღეებში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. Sky Sports-ის ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ და "ბორნმუთი" 25 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 41 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა. კლუბებს შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე დაიწყო, "ალუბლების" ჩემპიონშიფში დაქვეითება კი ტრანსფერს უფრო აჩქარებს. როგორც ცნობილია, აკეს კონტრაქტის პირადი დეტალებისა და ხელშეკრულების ხანგძლივობის შესახებ დეტალები გასარკვევია, თუმცა არც ამ უკანასკნელს დააგვიანდება და სავარაუდოდ, კვირის დასასრულს ყველაფერი გასაგები გახდება. შეგახსენებთ, რომ აკე "ბორნმუთს" 2017 წელს "ჩელსიდან", 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

სხვა სტატიები