Belive

'შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვის' - ბარსელონა გვარდიოლას დაბრუნებას აპირებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი წელი დარჩა, პეპ გვარდიოლა კი შესაძლოა დაბრუნდეს "ბარსელონაში", კლუბში, საიდანაც მისი დიდებულ სამწვრთნელო კარიერაში მოგზაურობა დაიწყო. კლუბში არსებული არაერთი პრობლემის შემდეგ, რომელიც საბოლოოდ "ბლაუგრანას" თილისმის და კატალონიელთა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლით დაგვირგვინდა, პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მდგომარეობის გამოსწორებას და უწინდელი დიდების გზებზე დაბრუნებას, სწორედ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის დაბრუნებით ცდილობს.
Image Credit: PA
El Nacional-ის თანახმად, ლაპორტა გვარდიოლას ზუსტად იმ კალიბრის პროფესიონალად განიხილავს, რომელსაც ბარსელონას მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნების რესურსი გააჩნია. იმ ყველა მიზნის მიღწევის და ყველა ტიტულის მოგების შემდეგ, რომელიც 50 წლის სპეციალისტისთვის "მანჩესტერ სიტიში" დარჩენის გადაწყვეტილების ამბიციებში შედის,  "ბარსელონაში" დაბრუნება სავსებით რეალური იქნება. ამ კუთხით, პეპის მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც მისი ინგლისური კარიერის განმავლობაში ერთადერთ დაუძლეველ ბარიერად რჩება და რომელზე ტრიუმფზეც წინა სეზონში 1 ნაბიჯი დააკლდა.
Image Credit: PA
პეპ გვარდიოლა 2008-12 წლებში კატალონიაურ გრანდში თავისი პირველი სამწვრთნელო საქმიანობისას, მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფორმაციის გუნდის ჩამოყალიებებას ხელი შეუწყო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ლა ლიგა, ერთო ჯამში კი 14 ტიტული მოიგო და ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტას და ჩავის ფუნდამენტზე დაშენებული შემადგენლობით ქომაგებს ახალი, ბრწყინვალე სათამაშო სტილი შესთავაზა.

სხვა სტატიები