Belive

"შეცდომები გადახარშა და სხვა მამარდაშვილი დაბრუნდა" - Marca-მ მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ყველაზე პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა და მის კარიერულ განვითარებას ხაზი გაუსვა.
"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" შემადგენლობაში დაბრუნდა. ერთი თვეა, რაც ისევ თამაშობს, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 190 დღე ძალიან რთულ მდგომარეობაში, უთამაშებელმა გაატარა. მამარდაშვილს ხელში კანფეტი ეწერა, თუმცა როცა მისი არომატის შეგრძნებას აპირებდა, შეცდომა დაუშვა და თავის პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა იასპერ სილესენს დაუთმო და თებერვლის ბოლომდე გაუჩინარდა. შემდეგ კი "სხვა" მამარდაშვილი დაბრუნდა. ის არის მეკარე, რომელმაც შეძლო სწავლა ისეთი რთული მომენტიდან, როგორიცაა სკამზე გადასმა და 4 თვის განმავლობაში უთამაშებლობა, ახლა კი შეიძლება ეს დრო წარმატებულად გატარებულად ჩაითვალოს. შესაძლებლობა მაშინ გაჩნდა, როცა მამარდაშვილი ამას არ ელოდა. სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა წინასასეზონო პერიოდში მას კარი გაუხსნა. ის იყო საჭირო დროსა და ადგილას და სულ რაღაც 20 წლის ასაკში შედგა დებიუტი ლა ლიგაში. მისი დომინირება 5 მატჩი გაგრძელდა, შემდეგ კი უკვე გამოჯანმრთელებული სილესენის ზეწოლამ კონცენტრაცია დააკარგვინა. შესაძლოა, გამოუცდელობის გამო, ან დიდ გუნდში მოხვედრის მიზეზით, მან "სევილიასთან" უხეში შეცდომები დაუშვა. https://www.live.ge/fexburti/sauketheso-moedanze-ra-shephaseba-daimsakhura-giorgi-mamardashvilma-khetaphesthan-matchshi/ ბორდალასმა ის გუნდიდან გაუშვა. სექტემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე მას აღარ უთამაშია, თუმცა სილესენის ტრავმისა და ჟაუმეს ცუდი თამაშების შემდეგ, მას შანსი ისევ მიეცა, რაც ძალიან უნდოდა. მართალია, რომ სექტემბრისა და მარტის მამარდაშვილს შორის ცვლილებაა. ნდობა, იმის ცოდნა, თუ სად არის და, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილება, რომელსაც ის მხოლოდ 21 წლის ასაკში აგროვებს და ის ფაქტი, რომ თავდაპირველი წარუმატებლობის აღმოფხვრა, ჭრილობების მოშუშება და მყარად დაბრუნება მოახერხა. სილესენი უკვე გამოჯანმრთელებულია და რეაბილიტაციის დასკვნით ფაზას გადის. კოპა დელ რეის ფინალამდე სულ რაღაც ერთ თვეზე მეტი რჩება. ბორდალასმა ქართველი მეკარის მიმართ ნდობა დაიბრუნა და მან უპასუხა შესანიშნავი თამაშით ბოლო თვეში, მაგრამ ვალენსიელი მწვრთნელისთვის არის მიზანი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. გამოცდილებით და სხვა ფაქტორებით უკეთეს სხვა არავინაა, თუ ნიდერლანდელი, თუმცა მამარდაშვილის კარგი პერიოდი მომავალი თვისთვის შეკითხვებს აჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თასის ფინალი ახლოვდება", - წერს Marca.
მამარდაშვილს “ვალენსიაში” უკვე 12 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 6-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა (5 ლა ლიგაში, 1 კოპა დელ რეიზე).  

სხვა სტატიები