Belive

შეუჩერებელი! ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორეა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, დორტმუნდის "ბორუსიამ" "პსჟ-ს" საშინაო კედლებში 2:1 მოუგო. დუბლი ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი "ზალცბურგში" გაატარა, ახლა კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო მატჩი გამართა. 19 წლის ნორვეგიელ ამომავალ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი აქვს და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად საუკეთესო ბომბარდირია. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე თინეიჯერია, რომელმაც სულ მცირე 10 გოლის გატანა მოახერხა, პირველი კილიან მბაპეა (13), რომელმაც ამ შეხვედრაში ნეიმარს გაატანინა.

სხვა სტატიები