Belive

შევჩენკო: "აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანდრეი შევჩენკოს განცხადებით, თუკი ედენ აზარი ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს, იგი "ოქროს ბურთის" მოგების რეალური კანდიდატი გახდება.   "ინდივიდუალურ ტიტულებს ძირითადად თავდამსხმელები იგებენ - ადამიანებს უყვართ ის ფეხბურთელები, რომლებსაც გოლი გააქვთ. აზარი ფენომენალური, შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერჯერობით სეზონში 20-25 გოლიც კი არ გაუტანია", - განაცხადა "მილანის" ლეგენდამ. თავად ანდრეი შევჩენკომ, "ჩელსიში" თამაშისას,  ბომბარდირის უნარის გამოვლინება ვერ შეძლო. რომან აბრამოვიჩმა უკრაინელ თავდამსხმელში £30 მილიონი გადაიხადა, თუმცა შევჩენკომ, რომელზეც ძალიან დიდი იმედები იყო დამყარებული, 77 შეხვედრაში მხოლოდ 22 გოლი გაიტანა.
ბელგიელმა შემტევმა 2018/19 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო - აზარმა 10 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ბელგიელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა მის სისუსტეს გატანილი გოლების სიმწირე წარმოადგენდა - საუკეთესო სეზონში მას პრემიერლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე კვირაში აზარმა დაადასტურა, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად ესპანეთში გადასვლას არ გამორიცხავს.  

სხვა სტატიები