Belive

შევჩენკო: ,,ჩვენთვის სერია ა-ში დარჩენა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უდრის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ჯენოას'' მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ,,საპდორიასთან'' მარცხის შემდეგ, მისი გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა:
,,რა თქმა უნდა, ეს დიდი იმედგაცრუებაა, დერბიში წაგება არავის სურს. კარგად თამაშის იმედი გვქონდა, მაგრამ სწრაფი გოლი გავუშვით. როცა აქ მოვედი, ვნახე, რომ რთული კალენდარი გვქონდა, ასევე, ნუ დავივიწყებთ ტრავმებს. ჩვენთვის სერია ა-ში დარჩენა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უდრის. ბევრი მუშაობა მოგვიწევს. გუნდის მფლობელებმა თქვეს, რომ იანვარში ტრანსფერები იქნება? ამ დაპირებამ გულშემატკივარში ნდობა უნდა აღძრას, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია,'' - განაცხადა შევჩენკომ.
შევჩენკოს ხელმძღვანელობით ,,ჯენოამ'' ხუთი შეხვედრა ჩაატარა, 4-ში დამარცხდა, 1 კი ფრედ დაასრულა. გენუურმა გუნდმა ამ ხუთ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა. სერია ა-ს 17 ტურის შემდეგ, ,,ჯენოა'' 10 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა და ბოლოადგილოსან ,,სალერნიტანას'' 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები