Belive

შირერი: "სისასტიკეა, მაგრამ ლივერპულს ტიტული არ უნდა გადაეცეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი მიიჩნევს, რომ თუ ინგლისში სეზონი ნაადრევად შეწყდება, "ლივერპულს" ჩემპიონის ტიტული არ უნდა გადაეცეს. "თუ სეზონი შეწყდება, გამარჯვებულის და დამარცხებულის გამოვლენის უფლება არ გაქვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს ზოგიერთი კლუბისთვის და კატასტროფული "ლივერპულისთვის". თუ მატჩების გადადება არ შეგიძლიათ და იძულებულები ხართ გათამაშება შეწყვიტოთ, მაშინ არ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ ვინ ჩაატარა სეზონის არსებული ნაწილი საუკეთესოდ. "ლივერპულისთვის" ეს სასტიკი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მე ვერ ვხედავ მდგომარეობის გაგრძრელების სხვა ვარიანტს. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მათ ჩემპიონობას მხოლოდ 6 ქულა აშორებთ, და მერსისაიდელებს ვერავინ დაეწევა. სეზონში ნაჩვენები შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს",-თქვა ინგლისის ნაჯრების და "ნიუკასლის" ვეტერანმა. 29 ტურის შემდეგ, "ლივერპული" უახლლეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები