Belive

შირერი ლივერპულის ნაადრევ გაჩემპიონებას უსამართლობად მიიჩნევს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც სპორტული ღონისძიებებისა თუ ტურნირების ჩაშლა-გადადებასთან პირდაპ კავშირშია. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი, პრემიერ ლიგაც კორონავირუსის მსხვერპლია. ისევე როგორც ყველა წამყვანი ევროპული ჩემპიონატი და ტურნირი, პრემიერ ლიგაც დროებით შეჩერდა, რაც "ლივერპულის" ქომაგებისთვის მეტად არასასიამოვნო მოვლენაა, ვინაიდან ნანატრ ტიტულსა და მათ შორის კორონავირუსი ჩადგა, რომლის ვაქცინაც ამ დრომდე არ არსებობს.
No-Room-for-Racism-The-Times
  ამჟამად "მერსესაიდელები" პრემიერ ლიგის ცხრილს 82 ქულით უდგანან სათავეში, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ქულათა სხვაობა ლიდერთან იმდენად დიდია, რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს - "სიტის" 57 ქულა აქვს, რაც "ლივერპულის" მონაგარზე 25 ქულით ნაკლებია - თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს. განიხილავენ, რომ პრემიერ ლიგის ვერგაგრძელების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტული "ლივერპულს" გადასცენ, თუმცა ამ ამბავს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მთვარი არგუმენტი საკმაოდ ჯანსაღი და სამართლიანია - იმ შემთხვევაში თუ სეზონის დასრულებამდე, სხვა გუნდის გაჩემპიონების თეორიული შანსი არსებობის "ლივერპული" ტიტულს არ იმსახურებს. აღნიშნულს ნიუკასლის ლეგენდა, ალან შირერი გამოეხმაურა, მან განაცხადა, რომ სეზონის დამთავრებამდე, გამარჯვებული და დამარცხებულის გამოვლენა უსამართლობაა.  
"მაშინ, როცა სეზონის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა გამარჯვებულის და დამარცხებულის გამოვლენა უსამართლობაა. მართალია, რომ ლივერპულს 6 ქულა აკლია ჩემპიონობამდე, მაგრამ ხო უნდა მოიპოვონ?! ასე რომ, იმაზე ფიქრი, რომ მათ ჩემპიონის ტიტული მიენიჭოთ უსამართლო და სულელურია", - აცხადებს შირერი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე პრემიერ ლიგა 3 აპრილამდე შეწყდა, თუმცა გაგრძელდება თუ არა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია.

სხვა სტატიები