Belive

შმეიხელი: "მანჩესტერს საშუალო დონის შემადგენლობა ჰყავს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში მორიგი მარცხი იწვნია - ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა გასვლით მატჩში "ბორნმუთის" დამარცხება ვერ შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, "წითელი ეშმაკების" წარუმატებელ შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "სოლსკიაერს მთელი გულით თანავუგრძნობ. გუნდის შემადგენლობა საშუალო დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. როდესაც "ბორნმუთთან" ისე მარცხდები, რომ მეტოქის კარში მხოლოდ ერთჯერ ურტყამ, ეს საშინელი შედეგია," განაცხადა შმეიხელმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში გამართული 11 მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" 13 ქულა აქვს მოპოვებული და მე-10 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები