Belive

შმეიხელი: ,,ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ რონალდუთი იმედგაცრუებული ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, ,,ტოტენჰემთან'' შეხვედრაში მოედნის ნაადრევად დატოვების გამო, ,,წითელი ეშმაკების'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა:

,,ჩემს ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ რონალდუთი იმედგაცრუებული ვარ. მისი მდგომარეობა ხშირად მესმის, მაგრამ ახლა მის საქციელს ვერ ვამართლებ. გუნდში გარდამავალი ეტაპია და ახლა ასეთი ყურადღების გაფანტვა არ გვჭირდება. ვიტყოდი, რომ ეს დიდი იმედგაცრუებაა,'' - განაცხადა შმეიხელმა.

პრემიერლიგის მე-12 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ტოტენჰემს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. რონალდუმ, რომელიც მანჩესტერული კლუბის სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანი მატჩის მიწურულს დატოვა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პრემიერლიგაში გამართული 10 მატჩის შემდეგ, ,,იუნაიტედი'' 19 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,არსენალს'' 8 ქულით ჩამორჩება.


სხვა სტატიები