Belive

შმიდტი ფერნანდესის ჩელსიში შესაძლო გადასვლაზე: ,,ენცოსთან დაკავშირებული პრობლემა დახურულია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლისაბონის ,,ბენფიკას'' მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა, ენცო ფერნანდესის ლონდონის ,,ჩელსიში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:

,,ენცოსთან დაკავშირებული პრობლემა დახურულია. სირთულეები აღარ არსებობს, ის ჩვენი ფეხბურთელია. ფერნანდესი ძალიან კარგ მდგომარეობაშია და კარგად ვარჯიშობს.

ჩვენთვის ის საკვანძო მოთამაშეა. ვფიქრობ, ამაზე საკმარისად ვილაპარაკე,'' - განაცხადა შმიდტმა.

ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ,,ჩელსი'' მზად იყო, ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ ,,ბენფიკასთვის'' 127 მილიონი ევრო გადაეხადა.

21 წლის ნახევარმცველმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფერნანდესი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები