Belive

შოია ნაკაჯიმა პორტოს ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიურმა "პორტომ" ახალი სეზონის წინ ნახევარდაცვა გააძლიერა და იაპონელი ფეხბურთელი შოია ნაკაჯიმა შეიძინა. მიმდინარე წლის თებერვალში ნაკაჯიმა "პორტიმონენსედან" ყატარულმა "ალ დუჰაილმა" 35 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა შოიას ყატარული ოდისეა ხანმოკლე გამოდგა და იგი "დრაგაოს" ბინადრებს 12 მილიონ ევროდ შეუერთდა. ნაკაჯიმამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს. 24 წლის ფეხბურთელს იაპონიის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები