Belive

"შორს წავა და ევროპულ გრანდში ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ბენეფისს გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატი 23-ე ტურის შეხვედრებით დაბრუნდა. ყაზანის "რუბინმა" "ურალი" სტუმრად 2:1 დაამარცხა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ზუსტი გადაცემით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა. Მატჩის დასრულების შემდეგ, 19 წლის ტალანტის შესანიშნავი თამაში გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა და "ლოკომოტივში" კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა შეაფასა. მან ქართველს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. "Ეს რა დიდებული გამოსვლა იყო. "ურალის" წინააღმდეგ მატჩში კვარაცხელია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მის ნიჭსა და შესაძლებლობებში მე ეჭვი არ მეპარება. როცა "ლოკომოტივმა" ხვიჩა არ შეინარჩუნა, ამით ძალიან ბევრი რამ დაკარგა. Შეუძლია თუ არა მას ევროპაში თამაში? დიახ, ის ძალიან შორს წავა და დიდებულ კლუბში ითამაშებს", - თქვა 76 წლის სპეციალისტმა, რომელმაც "რკინიგზელები" რამდენიმე კვირის წინ დატოვა. კვარაცხელია დედაქალაქურ კლუბში "რუსთავიდან", შარშან იანვარში გადავიდა და ნახევარ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები