Belive

შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებს შორის დაასახელეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ადგილობრივმა გამოცემებმა თურქეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინეს. საქართველოს ნაკრებისა და "ტრაბზონსპორის" ყოფილი თავდამსხმელი, შოთა არველაძე თურქებს არ გამორჩენიათ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი ისეთ მოთამაშეებს შორის მოხვდა, როგორებიც არიან: დიდიე დროგბა, კლაუდიო ტაფარელი, რობერტო კარლოსი, გეორგე ჰაჯი, გუტი ერნანდესი, ფრენკ რიბერი და სხვა...

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: 

J2i7hijji_maw
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში" 1993-1997 წლებში თამაშობდა, რა დროშიც მან 117 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები