Belive

შოთა არველაძე: "ახალი გამოწვევების დროა, ფახთაქორს ვტოვებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შოთა არველაძემ "ფახთაქორი" დატოვა - 47 წლის ქართველმა სპეციალისტმა ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"სამი წლის შემდეგ, "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და "ფახთაქორის" დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა", - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ შოთა ტაშკენტის გუნდში 2017 წლიდან მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მან "ფახთაქორთან" ერთად უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი 2-2-ჯერ მოიგო, ქვეყნის ლიგის თასის გამარჯვებული კი ერთხელ გახდა. გარდა ამისა, "ფახთაქორმა" არველაძესთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ითამაშა.
სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და... Posted by Shota Arveladze on ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2020

სხვა სტატიები