Belive

შოთა არველაძე ჩემპიონშიფში? - ქართველი სპეციალისტი შესაძლოა ინგლისში დასაქმდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა არველაძემ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროებთან ერთად, ბრიტანული გამოცემა Goal.com-ის თურქული ვერსია ავრცელებს და წერს, რომ ინგლისის ჩემპიონშიფში გამომსვლელი "ჰალ სიტის" შესყიდვით თურქი ბიზნესმენი აკუნ ილიჩალი აპირებს, რომლის მიზანიც გუნდში ქართველი სპეციალისტის მიყვანა იქნება. აქამდე, 48 წლის სპეციალისტს სამ თურქულ კლუბში, "ქაიზერისპორში", "ქაზიმფაშასა" და "ტრაბზონსპორში", ასევე თელ ავივის "მაკაბიში", ნიდერლანდურ "აზ ალკმაარსა" და უზბეკურ "ფახთაქორში" უმუშავია. ტაშკენტის "ფახთაქორში" გატარებული 3 წლის, ორჯერ ჩემპიონატისა და ორჯერ თასის მოგების შემდეგ, 2020 წლის დეკემბრიდან არველაძე უმუშევარია. თვეების განმავლობაში, მას თურქულ და ნიდერლანდურ კლუბებს უკავშირებდნენ.  

სხვა სტატიები