Belive

შოთა არველაძე: "ჩვენი დღე არ იყო, ეს მატჩი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში "სტოკ სიტისთან" მარცხის და ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, "ჰალ სიტის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ინგლისურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ბევრი რამის თქმა არ შემიძლია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. საშინაო კედლებში ისევ ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. 

დღეს ჩვენ მომენტების შექმნაში გვიჭირდა. გვსურდა, რომ უფრო მეტად შეგვეტია და უფრო მწვავედ, მაგრამ ეს არ გამოგვდიოდა. დღევანდელი დღე რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ.

ჩვენი გუნდის მიერ გაშვებული გოლების რაოდენობა ბევრია, ძალიან ბევრი...

მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელთან მათი მონდომების შესახებ გასაუბრება მოგვიწევს", - თქვა 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გაწვრთნილ გუნდს 10 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს დაგროვებული, სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებს და პლეი-ოფის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას "ვეფხვები" "სუონსის" წინააღმდეგ, 17 სექტემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები