Belive

შოთა არველაძე: "ძლიერი ფეხბურთელი ყველა ლიგაშია, ნინუა ბეშიქთაშს გააძლიერებს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ნიკა ნინუა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდება. ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ შოთა არველაძემ თურქულ პრესასთან კომენტარი გააკეთა. "მოდით ჩემი და არჩილის მაგალითი გავიხსენოთ, ჩვენ თურქეთში გერმანიიდან კი არა, საქართველოდან ჩამოვედით. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს ჩემპიონატში არ შეიძლება თამაშობდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი. ძლიერი მოთამაშის ხილვა ნებისმიერ ლიგაში შეგიძლიათ. ბოლო წლებში, თურქეთიდან ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სუპერლიგას სხვა ძლიერი ლიგებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. რაც შეეხება უშუალოდ ნინუას, ის ძალიან მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე შემტევი ნახევარმცველია. თუ მისი ტრანსფერი "ბეშიქთაშში" შედგება, ის გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს", - თქვა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა. 21 წლის მეშვიდე ნომერი "დინამო თბილისის" აღზრდილია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კაპიტანმა მთავარ გუნდში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 94 შეხვედრაში, 14 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები