Belive

შოთა არველაძე: "გულშემატკივარს სტადიონზე დასაბრუნებლად კარგი სიგნალი გავუგზავნეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში "ქოვენთრის" წინააღმდეგ - 2:0 გამარჯვების შემდეგ, "ჰალ სიტის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენატარი გააკეთა.
"ვიცით, რომ გულშემატკივრების წინაშე, საშინაო კედლებში კარგი თამაში გვმართებს და ეს მატჩი მნიშვნელოვან გზავნილს მისცემს მათ, რომ დაბრუნდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ. ჩვენი საშინაო თამაშები არ არის ისეთივე კარგი, როგორც ეს გასვლით მატჩებში ხდება, მაგრამ არა მგონია, ეს გუნდის ხასიათზე იყოს დამოკიდებული. ალბათ, სახლში ცოტა მეტი ზეწოლა გვაქვს, რომ მეტოქეზე უფრო მეტი დომინირება გვქონდეს და ამისთვის დრო გვჭირდება. გასავარდნ სამეულს ცამეტი ქულით ვუსწრებთ - როცა მოიგებ, ადვილია იკითხო რა გააკეთეს სხვებმა.  მთლიანობაში, კარგი, სანახაოვბრივი მატჩი გამოვიდა. მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე გვქონდა და ამ ამოცანას თავი იდეალურად გავართვით. პირველ ტაიმში გოლები შევქმენით და კიდევ ორი-სამი შანსი გვქონდა. მეორე ტაიმში მეტი დრო გავატარეთ დაცვაში და მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ", -თქვა შოთა არველაძემ.
2022 წლის 27 იანვრის, ანუ მას შემდეგ, რაც არველაძე “ვეფხვებს” ჩაუდგა სათავეში, გუნდმა 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5-ში დამარცხდა. 38 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით, “ჰალი” ჩემპიონშიფში მე-19 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატს 19 მარტს, საშინაო კედლებში, “ლუტონის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები