Belive

შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უზბეკური მედიის ინფორმაციით, ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელს - შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა უზბეკური მედიის ინფორმაციით, არველაძე იზოლაციაშია. ის ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მატჩი დღეს, 23 სექტემბერს გაიმართება: "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ რაუნდში "შაჰრი ჰუდრუს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ "ფახთქორში" ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა: არველაძის გუნდის 5 ფეხბურთელს კორონავირუსი 19 ივლისს დაუდასტურდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად შოთა არველაძე გამოეხმაურა და მან პირველი კომენტარი გააკეთა

სხვა სტატიები